რუსთავის ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დაიწყო

რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დღეიდან დაიწყო. როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი და საკრებულოს დეპუტატები ბაგა-ბაღებს ესტუმრნენ და ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრნენ.
„ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელ ეკა ხუციშვილთან ერთად, პატარებს ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. რუსთავში სააღმზრდელო პროცესი ბაგა-ბაღების გაერთიანების 19 ფილიალში დაიწყო, ახალი სასწავლო წლისთვის ახლადაშენებულ #10-ე ბაღში ექვსი ახალი ჯგუფი გაიხსნა, რამდენიმე ფილიალში ამ დროისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორის ეკა ხუციშვილის ინფორმაციით, სექტემბრის თვეში, სააღმზრდელო პროცესზე დასწრება პატარებისათვის თავისუფალია და გაცდენილი დღეები მათ საპატიოდ ჩაეთვლებათ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























