„ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გაერთიანებული ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს

„ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით გოგისვანიძე გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს. დავით გოგისვანიძის განცხადებით, ტყუილია გავრცელებული ინფორმაცია, რომ გაერთიანებულ ოპოზიციაში „ევროპული საქართველოდან“ წევრების მასობრივად გადასვლა მოხდა. მისი თქმით, პარტიიდან 10 თვის წინ 10 ადამიანი გია თევდორაძესთან ერთად წავიდა.

„140 წევრი რომ ჰყოლოდა გია თევდორაძეს, პარტიის პრაიმერში მიიღებდა მონაწილეობას. იცოდა, რომ წააგებდა პარტიის თავმჯდომარეობის არჩევნებს, ამიტომ 10 თვის წინ თავის მეგობრებთან ერთად წავიდა პარტიიდან. წასვლის მიზეზი შიდაპარტიული არჩევნების წაგება იყო. ალბათ, ელოდებოდა დანიშვნას, მაგრამ „ევროპულ საქართველოში" აღარ ნიშნავენ უკვე, ხდება არჩევა,"- აცხადებს დავით გოგისვანიძე.

საპირისპიროს აცხადებს გია თევდორაძე. მისი თქმით, „ევროპული საქართველო" გასული წლის დეკემბერში დატოვა, რაც შეეხება სხვა წევრებს, მათ პარტია მასთან ერთად არ დაუტოვებიათ და მოგვიანებით დატოვეს.

გაერთიანებულ ოპოზიციას „ძალა ერთობაშია" „ქართული ოცნების", „ევროპული საქართველოს" და სხვა პარტიის წარმომადგენლები შეუერთდნენ, - ამის შესახებ გაერთიანების წევრებმა ქუთაისში გამართულ ბრიფინზე განაცხადეს. მათი თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია არის ერთადერთი ძალა, რომელიც ხელისუფლებას შეცვლის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა