დავით ბაქრაძე სოფელ ქეშალოს მოსახლეობას შეხვდა

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე მარნეულის რაიონში სოფელ ქეშალოს მოსახლეობას შეხვდა.

დავით ბაქრაძის განცხადებით, მარნეულის რეგიონის მსგავსად, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს იგივე პრობლემები აწუხებს და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტიც სოფლად პრობლემების გადაჭრაა.

„რეგიონში ცხოვრობენ ძალიან მშრომელი ადამიანები, ვინც ითხოვს სახელმწიფოსგან ელემენტარულს. ჰქონდეთ შრომის პირობები, ჰქონდეთ წყალი, იმისთვის, რომ მიწა დაამუშაონ, მოიყვანონ მოსავალი და შეინახონ ოჯახები. ამიტომ აქაც და სხვა დანარჩენ საქართველოშიც წყლის პრობლემის მოგვარებაც მომავალი პრეზიდენტის ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს. ჩემს გუნდთან ერთად, ჩემი მთავარი პრიორიტეტი იქნება, ბოლომდე მივიყვანო წყლის პრობლემის საკითხი“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა