სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს FRUCOM-ის გენერალურმა მდივანმა წერილით მიმართა

FRUCOM-ს გენერალური მდივანი ანნა ბულოვა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად ალექსანდრე მოწერელიას დანიშვნას ოფიციალური წერილით გამოეხმაურა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის პრესსამსახურიდან აცნობეს. ღია წერილში ანნა ბულოვა საქართველოს თხილის ასოციაციის FRUCOM-ში გაწევრიანებაში, მოწერელიას როლზე ისაუბრა.

„FRUCOM-ი გამომშრალი თხილის უმსხვილესი ექსპორტიორია ევროპაში, რომელიც მსოფლიოში თხილის უმსხვილეს ექსპორტიორებს, ტრეიდერებსა და მწარმოებლებს აერთიანებს. ანნა ბულოვას თქმით, ალექსანდრე მოწერელია პირადად იყო ჩართული და აქტიურ მონაწილეობას იღებდა 2016 წელს, ჰამბურგში ორგანიზებულ FRUCOM-ის ღონისძიებებში.

საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტის რანგში, ალექსანდრე მოწერილიამ უდიდესი დახმარება გასწია საქართველოს ასოციაციის FRUCOM-აში გაწევრიანების კუთხით. იგი პირადად გახლდათ ჩართული და HEPA–ის მმართველ დირექტორთან ერთად, აქტიურ მონაწილეობას იღებდა 2016 წელს, ჰამბურგში და 2017 წელს, ბრიუსელში ორგანიზებულ FRUCOM-ის ღონისძიებებში. მან საქართველოს თხილის სექტორი ევროპელი იმპორტიორებისა და ღონისძიებაზე დამსწრე FRUCOM-ის ყველა წევრის წინაშე წარადგინა. ალექსანდრე ძალზე მეგობრული, ენერგიული და უშუალო ადამიანია, რომელიც ჩინებულად ურთიერთობდა ჩვენს წევრებსა და თანამშრომლებთან. ალექსანდრე მოწერილიას წარმატებას ვუსურვებ ახალ თანამდებობაზე და ვიმედოვნებთ, რომ კვლავ შევხვდებით. ასევე, იმედი მაქვს, რომ FRUCOM-სა და HEPA-ს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა ქართველი მწარმოებლების, ექსპორტიორებსა და ევროპელი კომერსანტების სასარგებლოდ, მომავალშიც გაგრძელდება“, - ნათქვამია ანნა ბულოვას ღია წერილში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს