ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლებმა და მოსახლეობამ აქცია გამართეს

ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლებმა და მოსახლეობამ აქცია გამართეს

ბათუმში, თამარის დასახლებაში სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლებმა და მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართეს. შეკრებილების განცხადებით, ისინი 29 ნომერ სამარშუტო ხაზის ძველი მარშრუტით აღდგენას ითხოვენ.

მოსახლეობის განცხადებით, სამარშუტო ხაზის შეცვლამ მათ დისკომფორტი შეუქმნათ.

"თამარის დასახლებიდან მიკროავტობუსი გორგილაძის ქუჩის გავლით მოძრაობდა. კომფორტული იყო სტუდენტებისთვის, რომლებსაც სასწავლებელთან ამ მარშრუტით გადაადგილება შეეძლოთ, ახლა ლამის ქალაქგარეთ მოძრაობს მიკროავტობუსი. ვითხოვთ, რომ ძველ მარშრუტს დაუბრუნდეს მიკროავტობუსი“,- განაცხადა აქციის მონაწილემ.

დღესვე იგივე მოთხოვნით მოსახლეობამ საპროტესტო აქცია ურეხის დასახლებაში გამართა. ისინი ასევე ძველი მარშრუტის აღდგენას ითხოვენ და მერიის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელიც სამარშუტო ხაზების მოძრაობის სქემის ცვლილებას ითვალისწინებს.