ქუთაისის სააპელაცო სასამართლომ "საქნახშირის" დაკავებული თანამშრომლების ადვოკატების სარჩელი არ დააკმაყოფილა

ქუთაისის სააპელაცო სასამართლომ "საქნახშირის" დაკავებული თანამშრომლების ადვოკატების სარჩელი არ დააკმაყოფილა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ადვოკატები ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებდნენ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

"ჩვენს მიერ შეტანილია სააპელაციო სარჩელი, თუმცა სასამართლომ აღნიშნული საჩივარი განუხილველად დატოვა", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა ამირან ხუციშვილმა.

„საქნახშირის“ ექვსი თანამშრომელი 6 აგვისტოს დააკავეს. გამოძიება მათ სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ედავება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. საქმე 2018 წლის 5 აპრილს შახტში მომხდარ შემთხვევას ეხება, რა დროსაც 6 ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 2-დან - 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

საქმესთან დაკავშირებით წინასასამართლო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 20 სექტემბერს გაიმართება.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი