უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც ფოთში აქციას მართავენ, პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ

უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც ფოთში აქციას მართავენ, პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ

უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც ფოთში აქციას მართავენ, პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ. როგორც აქციის მონაწილე რიდვან ჯაპაროვმა ,,ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მათ სამართალდამცველებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს დამქირავებელი კომპანიის მიერ შეთავაზებულ პირობებზე და წარუდგინეს კომპანიის წარმომადგენელთან საუბრის აუდიო ჩანაწერი.

„ჩვენ პოლიციაში განცხადება დაწერილი გვქონდა, მაგრამ დღეს ახსნა -განმარტება დაგვაწერიეს. მიკვირს, რატომ არ განიხილავენ ამას როგორც სისხლის სამართლის საქმეს. მიგვაჩნია, რომ ეს ტრეფიკინგია.სამართალდამცველებმა კი გვითრეს, რომ ეს სამოქალაქო საქმეა, რასაც არ ვეთანხმებით. ვიდეომასლა გვაქვს ჩვენს მიერ შესრულებულ სამუშაობზე, აუდიომასალა კი, თუ როგორ გვპირდება კომპანიის წარმომადგენელი თანხის გადახდას. ვფიქრობთ, კომპანიები ,,ICC Enginerig” და ,, Chenel Enengi“ შეთანხმებულად მოქმედებენ და არ უნდათ კუთვნილი თანხის გადახდა“, - აღნიშნა რიდვან ჯაპაროვმა.

უკრაინის მოქალაქეები ხვალ პროკურატურისთვის მიმართვას გეგმავენ. ისინი აქციას აგრძელებენ. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი შიმშილობის დაწყებას გეგმავენ.

„დაგვიბრუნეთ ფული“, ,,ჩვენ მოგვატყუეს“ - ამ შინაარსის ტრანსფარანტებით უკრაინის მოქალაქეებმა გუშინ ნიკო ნიკოლაძის ძეგლთან მშვიდობიანი აქცია გამართეს. ისინი ნავსადგურის მოიჯარე კომპანიისგან კუთვნილი სახელფასო დავალიანების მიღებას ითხოვენ. მათი თქმით, ფოთის ნავსადგურში კომპანია ,, Chenel Enengi“-ის ტერიტორიაზე საწვავის რეზერვუარების სარემონტო სამუშაოებისთვის მაისში ჩამოვიდნენ, თუმცა შეპირებული თანხის მხოლოდ 10% მიიღეს.