პარლამენტის პლენარული სხდომები სექტემბერში და სავარაუდოდ, ოქტომბრის დასაწყისში ჩატარდება

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პარლამენტის პლენარული სხდომები მხოლოდ სექტემბერსა და სავარაუდოდ, ოქტომბრის დასაწყისში ჩატარდება.
როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, განსახილველი იქნება პირველ რიგში ის საკითხები, კონსტიტუციასთან კანონმდებლობის ჰარმონიზაციიდან გამომდინარეობს.
"დღეს ბიუროს სხდომით საშემოდგომო სესია გაიხსნა. ჩვენ განსახილველი გვექნება პირველ რიგში ის საკითხები, რომელიც კონსტიტუციასთან კანონმდებლობის ჰარმონიზაციიდან გამომდინარეობს. ჩვენ მთელ რიგ კანონებში გვჭირდება ცვლილებების შეტანა, რომ კონსტიტუციის ცვლილებები აისახოს საკანონმდებლო აქტებში. არჩევნების გათვალისწინებით ჩვენ მოგვიწევს მუშაობა სექტემბრის განმავლობაში და სავარაუდოდ, ოქტომბრის პირველ კვირასაც მოგვიწევს სხდომების დანიშვნა. ოქტომბრის თვის დანარჩენი პერიოდი პარლამენტი სესიების გარეშე იმუშავებს", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

























