სოფელ სვენეთთან მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, რომელიც შემდეგ ბუჩქნარსა და ხეებზე გავრცელდა

ქალაქ გორთან ახლოს, სოფელ სვენეთთან მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, რის შემდეგაც ხანძარი ბუჩქნარსა და ხეებზე გავრცელდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
მათივე ინფორმაციით, ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია ორი სამაშველო-სახანძრო ჯგუფი, რომლებიც ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დამატებითი ჯგუფების მობილიზებას გეგმავს.

























