სოფელ სვენეთთან, ავტობანზე ხანძარი ლიკვიდირებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაიწვა მსუბუქი ავტომანქანა, რის გამოც ცეცხლი ახლომდებარე ტყეში გავრცელდა. დამწვარია ბალახი, ბუჩქნარი და ხის ნარგავები - ჯამში 1 ჰა ფართობი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.