ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქალაქის სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმებისცნობით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევა ბათუმის შესასვლელში, ესტაკადაზე მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, დაშავებულები მძღოლები არიან.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება.

























