საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, ფოთში მომხდარი შემთხვევისას დაშავებულებს ტრავმული შოკი და მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ

ფოთის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორი, ფოთში გამთენიისას მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულების შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს.

როგორც კლინიკის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საავადმყოფოში 4 პირი შეიყვანეს, თუმცა ერთს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა და გარდაიცვალა.

რაც შეეხება დანარჩენ სამ პირს, მათგან ერთი ფოთის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოდან ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში, მეორე კი - ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. მესამე პირს კი, მიგინეიშვილის ინფორმაციით, გაეწია გადაუდებელი ამბულატორიული დახმარება და სახლში გაეწერა.

„დაშავებულებს ტრავმული შოკი და მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ“, - განაცხადა კლინიკის დირექტორმა.

ფოთში, გამთენიისას, 4 პირს, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობა აუფეთქდა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 1 და დაშავდა სამი მათგანი. საუბარია 33 წლის, 16 წლის, 29 წლის და 42 წლის მამაკაცებზე, რომელთაგანაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა