გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია - დუშეთში დამატებით 500-მდე ადამიანს სტაბილური წყალმომარაგება ექნება

დუშეთის მუნიციპალიტეტში დამატებით 500-მდე ადამიანს სტაბილური წყალმომარაგება ექნება - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მუნიციპალიტეტებში წყალმომარაგების სისტემების მოწესრიგებასა და განახლებას აქტიურად აგრძელებს.
„ამჯერად, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დუშეთის მუნიციპალიტეტში, მილახვრიაანთ კარში სრულდება.
აღნიშნულ დასახლებაში მცხოვრები 150-მდე ოჯახი რამდენიმე ათეული წელია ცენტრალიზებული წყალმომარაგების სისტემით ვერ სარგებლობს. პროექტის ფარგლებში ამორტიზირებული და მოძველებული მილები ახლით იცვლება. ასევე, წყლის რაციონალურად გამოყენების მიზნით, აბონენტების ინდივიდუალური გამრიცხველიანება მოხდება.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, 500-მდე მცხოვრებელისთვის საყოფაცხოვრებო პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება და მოსახლეობა უწყევტი სასმელი წყლით იქნება უზრუნველყოფილი“, -აცხადებენ კომპანიაში.

























