ფოთში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი აფხაზეთიდან დევნილი, 42 წლის მამაკაცია

ფოთში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი აფხაზეთიდან დევნილი, 42 წლის რომან სიჭინავაა. გარდაცვლილის მეზობლებს მომხდარის მიზეზებზე საუბარი უჭირთ.

„განათლებული და კეთილი ბიჭი იყო. გაჭირვებაში გაიზარდა, რა და როგორ მოხდა, ჩვენ არაფერი ვიცით. არ მუშაობდა, დედ-მამის პენსიით ცხოვრობდა პატიოსნად“, - განუცხადა ჟურნალისტებს გარდაცვლილის მეზობელმა ლორა ბერულავამ.

ფოთში გამთენიისას, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად 4 პირი დაშავდა, მათ შორის, ერთი კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. დაშავდა სამი პირი, მათ შორის, არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი შემთხვევითი გამვლელი იყო.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს