ხაშურის მერმა სოფელ ცხრამუხის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

ხაშურის მერმა სოფელ ცხრამუხის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა სოფელ ცხრამუხასთან დაკიდული ტიპის საავტომობილო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, პროექტი ითვალისწინებს მოაჯირების და ხის მასალის გამაგრებას ხიდზე გადაადგილების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად როგორც ფეხით მოსიარულეთათვის, ასევე ტრანსპორტისთვის.

მათივე ინფორმაციით, ხიდი სოფელ ცხრამუხის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებს - ცხრამუხას, რბონას და დამჩხეულას ერთმანეთთან აკავშირებს.

რეაბილიტაციის სამუშაოებს მერთან ერთად მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებიც გაეცნენ. ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსის გიორგი პაპიაშვილის განმარტებით, სამუშაოები ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტს მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს და მისი ჯამური ღირებულება 30 270 ლარს შეადგენს.