საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო - პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემის ეკიპაჟთან, რომელთა შორის ქართველი მეზღვაურები არიან, მუდმივი კომუნიკაცია არსებობს

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, მათ გემ "პანტელენას" ეკიპაჟთან მუდმივი კომუნიკაცია აქვთ და 17 ქართველი მეზღვაური თავს კარგად გრძნობს. მათივე ინფორმაციით, ამ დროისათვის გემის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

"საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აქტიურ კავშირზეა გემ "პანტელენასთან", რომელიც ამჟამად დგას ლომეს ნავსადგურში. მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები და დაზიანებული აღჭურვილობის შეკეთება. ეკიპაჟის 4 წევრს 3 ქართველს და 1 რუსს ხელშეკრულება ამოეწურა, დანარჩენი წევრები კონტრაქტის დასრულების შემდეგ შეიცვლებიან. ეკიპაჟი თავს ნორმალურად გრძნობს. საკვები-სასმელი მომარაგებული აქვთ",- აცახადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ 18 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა, დაკარგული იყო. გემთან - Pantelena IMO 9321469, რომელიც ნავთობის ტრანსპორტირებას ახდენდა, კავშირი 14 აგვისტოს გაწყდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ გემი PANTELENA უსაფრთხოდ დაბრუნდა ლომეს პორტში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს