მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ფასანაურის მოსახლეობის და დამსვენებლების საჭიროებებს გაეცნო

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ფასანაურში ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე დამსვენებლებს შეხვდა და მათი საჭიროებებით დაინტერესდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე ადმინისტრაციული ერთეულის მასშტაბით აქტუალური თემები, მათ შორის გაზიფიცირების, წყალმომარაგებისა და ინფრასტრუქტურული კეთილმოწყობის საკითხები განიხილეს. მათივე ინფორმაციით, გუბერნატორი ასევე გაესაუბრა კობში ჩამოსულ ტურისტებს და მათი შთაბეჭდილებები მოისმინა.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი აქტიურად განაგრძობს მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციას. მათივე ცნობით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი შალვა კერესელიძე ასევე ინტერესდება ტურისტული ზონების მდგომარეობით, სამომავლოდ დამსვენებლებისთვის უკეთესი პირობების შექმნის მიზნით.
„ტურიზმის განვითარება და დამსვენებლებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია და მომავალში უფრო აქტიურად გაგრძელდება. გავეცანით დამსვენებლების და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს, რისი მოგვარებაც აუცილებლად პრიორიტეტი იქნება სამუშაო პროცესში“, - განაცხადა შალვა კერესელიძემ.

























