ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია განათლების ხელშემწყობ პროგრამებს ახორციელებს

ამბროლაურში განათლების ხელშეწყობის მიზნით პროგრამები ხორციელდება, რომლებიც საჯარო სკოლების კურსდამთავრებულთათვის სხვადასხვა შეღავათებს ითვალისწინებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ახალგაზრდებს, რომლებმაც მიმდინარე წელს სკოლა ოქროს ან ვერცხლის მედალზე დაამთავრეს, ფულადი ჯილდო (300 ლარი - ოქროს მედალოსანი, 200 ლარი - ვერცხლის მედალოსანი) გადაეცემათ.

500 ლარით დასაჩუქრდებიან საჯარო სკოლების ის კურსდამთავრებულები, რომლებმაც მიმდინარე წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში 100%-იანი გრანტი მოიპოვეს.

ამასთან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პირველი კურსის, სოციალურად დაუცველ (65 001 ქულამდე) სტუდენტებს, რომლებმაც სკოლა მიმდინარე წელს დაამთავრეს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია სწავლის საფასურს (არა უმეტეს 2 000 ლარისა) აუნაზღაურებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა