ფოთში უკრაინის მოქალაქეებმა აქცია შეწყვიტეს

ფოთში უკრაინის მოქალაქეებმა აქცია შეწყვიტეს. როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ რიდვან ჯაპაროვმა ,,ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მათ დამქირავებელი კომპანიის წარმომადგენელი დაუკავშირდა და გარკვეული დრო ითხოვა სახელფასო დავალიანების ასანაზღაურებლად.

,,პროკურატურაში საჩივრის შეტანას ვგეგმავდით, მაგრამ დაგვიკავშირდა დამქირავებელი კომპანია ,,ICC Enginerig”-ის წარმომადგენელი და გვთხოვა დრო მიგვეცა, იმისთვის, რომ შესრულებული სამუშოების თანხა ჩაგვირიცხოს. ჩვენ შევწყვიტეთ აქციები და ველოდებით მოცემული პირობის შესრულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაბამის ზომებს მივიღებთ“, -აღნიშნა რიდვან ჯაპაროვმა.

მისივე ინფორმაციით,აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ისინი დღეს უკრაინის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდებიან.

,,დაგვიბრუნეთ ფული“, ,,ჩვენ მოგვატყუეს“ -ამ შინაარსის ტრანსფარანტებით უკრაინის მოქალაქეები ნიკო ნიკოლაძის ძეგლთან აქციას რამდენიმე დღე მართავდნენ. ისინი ნავსადგურის მოიჯარე კომპანიისგან კუთვნილი სახელფასო დავალიანების მიღებას ითხოვდნენ. მათი თქმით, ფოთის ნავსადგურში კომპანია ,, Chenel Enengi“-ის ტერიტორიაზე საწვავის რეზერვუარების სარემონტო სამუშაოებისთვის კომპანია ,,ICC Enginerig”-ის მოწვევით მაისში ჩამოვიდნენ, თუმცა შეპირებული თანხის მხოლოდ 10% მიიღეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა