დავით გაბაიძემ აჭარის უმაღლეს საბჭოსა და ოდესის რეგიონულ საბჭოს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერა ხელი

დავით გაბაიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და ოდესის რეგიონულ საბჭოს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერა ხელი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დელეგაცია, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის ხელმძღვანელობით, უკრაინის ქალაქ ოდესაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ოდესის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარესთან ანატოლი ურბანსკისთან. შეხვედრას უმაღლესი საბჭოს წევრი დავით ბაციკაძე, საქართველოს კონსული ქალაქ ოდესაში თორნიკე ბერეკაშვილი და ოდესის რეგიონული საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.

მხარეებმა ხელი მოეწერეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და ოდესის რეგიონულ საბჭოს შორის ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც წარმომადგენლობით ორგანოებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს.

შეხვედრაზე გადაწყდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და ოდესის რეგიონულ საბჭოში სამუშაო ჯგუფების შექმნის საკითხი, რომლებიც ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე იმუშავებენ.

უმაღლესი საბჭოს დელეგაცია მონაწილეობს ევროპის რეგიონთა ასამბლეის შავი ზღვის მე-7 სამიტში, რომელიც ევროპის რეგიონთა ასამბლეის ორგანიზებითა და გერმანიის მარშალის ფონდის პარტნიორობით მიმდინარეობს და მას მოდერატორობას ფონდის უფროსი მკვლევარი ბრუნო ლეტე უწევს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს