აჭარის უმაღლეს საბჭოში მაქბულე ქოჩაკს უმასპინძლეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე და საკანონმდებლო ორგანოს დარგობრივი კომიტეტების თავმჯდომარეები ბათუმში თურქეთის გენერალურ კონსულს მაქბულე ქოჩაკს შეხვდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, მაქბულე ქოჩაკი თითქმის ერთი წელია დიპლომატიური მისიით აჭარაში იმყოფება.

მათი ინფორმაციით, მხარეებმა ერთგვარად შეაჯამეს საკონსულოსა და უმაღლეს საბჭოს შორის ერთწლიანი ურთიერთობის შედეგები და სამომავლო, მჭიდრო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. უმაღლესი საბჭოს კომიტეტების თავმჯდომარეებმა კონსულს მადლობა გადაუხადეს ორ მეზობელ, პარტნიორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებისათვის და კონკრეტული წინადადებებით მიმართეს.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ სურმანიძემ სამედიცინო კუთხით თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება და მაქბულე ქოჩაკს ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს მეორე ბლოკის რეაბილიტაციასა და რესპუბლიკური საავადმყოფოს მედიკოსების გადამზადებაში თურქეთის შესაბამის უწყებებთან შუამდგომლობის წინადადებით მიმართა.

უმაღლესი საბჭოს დარგობრივი კომიტეტების ხელმძღვანელებმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთან გარემოს დაცვის, მავნებლებთან ბრძოლის ერთობლივი ღონისძიებების გატარების, სოფლის მეურნეობის, კულტურის, ადამიანის უფლებების დაცვის და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

მაქბულე ქოჩაკმა საკანონმდებლო ორგანოს წევრებს მჭიდრო თანამშრომლობა და თანადგომა აღუთქვა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა