ხელვაჩაურის მერიაში სამარშრუტო ხაზების მძღოლებთან შეხვედრა გაიმართა

ხელვაჩაურის მერიაში სამარშრუტო ხაზების მძღოლებთან შეხვედრა გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხელვაჩაურის მერიიდან აცნობეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისმერი ჯუმბერ ვარდმანიძე მერიის სააქტო დარბაზში #51, #56 და #57 სამარშუტო ხაზების მძღოლებს შეხვდა.

„აღნიშნული სამარშუტო ხაზები მოიცავს მარშუტს ბათუმის ცენტრალური ბაზრიდან ზანაქიძეების, შარაბიძეების და ხელვაჩაურის სოფლების მიმართულებით. მძღოლები მოითხოვდნენ ქალაქ ბათუმში მოქმედი ახალი სატრანსპორტო რეგულაციების პირობებში, დაუტოვონ უფლება იმოძრაონ ჭავჭავაძის გამზირის გავლით. მუნიციპალიტეტის მერმა მძღოლებს ბათუმის მერიის შესაბამის სამსახურებთან შუამდგომლობა გაუწია. მძღოლების შეხვედრა ბათუმის მერის მოადგილესთან და სხვა სამსახურების წარმომადგენლებთან უმოკლეს დროში დაიგეგმება“, – აცხადებენ მერიაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა