ქუთაისში, გუნიას ქუჩის მოსახლეობა რამდენიმე თვის წინ დაგებული გზის საფარის გამო პროტესტს გამოთქვამს

ქუთაისში, გუნიას ქუჩის მოსახლეობა რამდენიმე თვის წინ დაგებული გზის საფარის გამო პროტესტს გამოთქვამს.

მათი განცხადებით,მერიამ გზა უხარისხოდ დააგო, ქუჩა სანიაღვრე არხების გარეშე დატოვეს, რის გამოც წვიმის დროს სახლებში წყალი შედის და ეზოები იტბორება. მათივე ინფორმაციით, ასევე,არ არსებობს საკანალიზაციო მილები.

ადგილობრივები ხელისუფლებისგან სასწრაფო რეაგირებას მოითხოვენ. გუნიას ქუჩის მცხოვრებლები საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ბექა ყურაშვილი აცხადებს, რომ მერია მზად იყო იმ ოჯახების მოთხოვნა გაეთვალისწინებინა, ვისაც სურდა სანიაღვრე არხების გაკეთება, თუმცა აღნიშნულ ქუჩაზე სანიაღვრე არხების გაკეთების წინააღმდეგი თავად მოსახლეობის ნაწილი იყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა