ბათუმის მერიასთან სოფელ განახლების მცხოვრებლები აქციას მართავენ

ბათუმის მერიასთან ხელვაჩაურის სოფელ განახლების მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ. როგორც აქციის მონაწილეებმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადეს, ისინი სოფლიდან ქალაქის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების სქემის ცვლილებას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, სოფლიდან მომავალი მიკროავტობუსი ბათუმში გორგილაძის ქუჩის გავლით მოძრაობდა, რაც სტუდენტებისთვის და სოფელში მცხოვრებლებისთვის კომფორტული იყო.

„ვითხოვთ ქალაქის მერთან შეხვედრას, 55 ნომერი სამარშრუტო მიკროავტობუსი გორგილაძის ქუჩის გავლით მოძრაობდა, ახლა კი ქალაქის ბოლოში გადაიტანეს მიკროავტობუსის მარშრუტი. სტუდენტებს უნივერსიტეტთან მისასვლელად დამატებითი ტრანსპორტი სჭირდებათ, რაც ბუნებრივია, ხარჯებთან არის დაკავშირებული",- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს