მტირალას პარკის მიმართულებით გზა რეაბილიტირებულია

მტირალას პარკის მიმართულებით გზა რეაბილიტირებულია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში ჩაქვი-ხალა-ჩაქვისთავის მიმართულებით გზის მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ასფალტო-ბეტონის საფარი 3 230 მეტრზე დაიგო, რაც მტირალას ეროვნული პარკის მიმართულებით ადგილობრივთა და ტურისტთა კომფორტულ გადაადგილებას შეუწყობს ხელს. პროექტი გრძელდება და საბოლოო ჯამში 12 548 მ2 გზის მოასფალტებას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ მტირალას პარკი აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე ვიზიტირებული ადგილია, რა მიმართულებითაც გადაადგილება დაზიანებული გზების გამო გართულებული იყო.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში გზისა მოასფალტების გარდა მოეწყო ბეტონის საყრდენი კედლები, გაბიონები, სამი ახალი ხიდი და ჩატარდა ორი არსებული ხიდის რეაბილიტაცია.

მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტისთვის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 234 ათას ლარამდე გამოიყო.

აჭარის ა.რ. საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2018 წლის ბუჯეტით ქობულეთის მუნიციპალიტეტში გათვალისწინებულია 29,790 კმ ასფალტო/ბეტონის საფარის მოწყობა 14 მიმართულებით, 9 ახალი ხიდის მშენებლობა და 2 არსებული ხიდის რეაბილიტაცია, ასევე 76 ერთეული ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა-მოწყობა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში 2018 წელს საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 18 224 785 ლარია გამოყოფილი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა