ქუთაისში სკეიტ პარკი გაანათეს

ქუთაისში სკეიტ პარკი გაანათეს

ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში, სკეიტ ბორდისთვის განკუთვნილი მოედნის ირგვლივ დიოდური სანათები დამონტაჟდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიიდან აცნობეს.

სამუშაოები ა(ა)იპ ,,ქუთგანათების სერვისმა“ განახორციელა. კერძოდ, ძველი 150-ვატიანი სანათები, ახალი LED ტიპის 90-ვატიანი სანათებით შეიცვლა.

„თანამედროვე ტიპის დიოდური სანათები ხელს შეუწყობს სკეიტ პარკის უკეთ განათებას, ამასთან სკეიტ პარკით ახალგაზრდები უკვე ღამითაც უსაფრთხოდ ისარგებლებენ“, - განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.