დავით უსუფაშვილის საარჩევნო სლოგანია - “მეტი შეგვიძლია>”

“მეტი შეგვიძლია>” – ასეთია პრეზიდენტობის კანდიდატის დავით უსუფაშვილის საარჩევნო სლოგანი. უსუფაშვილის კამპანიის ლოგო კი, საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში ჩახატული ქართული ანბანი იქნება.

მისი განმარტებით, სახელმწიფოს მეთაურის მთავარი საზრუნავია ამ ტერიტორიაზე ქართული სახელმწიფოებრიობის თანაბარი გავრცელება, განმტკიცება და გაძლიერება - “სამშობლოს ჩვენმა სახელმწიფომ უნდა უპატრონოს. მრავალპარტიული სხვადასხვაობა საერთო-სახელმწიფოებრივმა ერთიანობამ უნდა დააბალანსოს“.

“გარეშე მტრებისა და პერსონალურ ქიშპობაში გართული შიდა პოლიტიკური ძალების გავლენით სულ უფრო ბევრ მოქალაქეს იპყრობს იმის განცდა, რომ ამ ქვეყანას მეტი არ შეუძლია და ამ ქვეყანაში მას მეტი აღარ შეუძლია - ამიტომ ბევრი ან ტოვებს ქვეყანას, ან რჩება ქვეყანაში, მაგრამ სრულად ემიჯნება საჯარო ცხოვრებას, ანუ საკუთარ სახელმწიფოს. ეს ტენდენცია ქართულ სახელმწიფოს თვითლიკვიდაციისკენ მიაქანებს.

უსუფაშვილისთვის “მეტი შეგვიძლია>“ ნიშნავს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თავმოყვარეობის და თვითრწმენის აღდგენას და განმტკიცებას; წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, 1918-21 წლების დემოკრატიული საქართველოს და 1980-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სულისკვეთების აღორძინებას; საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული საზოგადოების დემოკრატიულ მოდერნიზაციას და ევროპულ ცივილიზაციაში სრულფასოვან დაბრუნებას.

საჭიროა დავიბრუნოთ აღმაშენებლის, ექვთიმეს, ანწუხელიძისდარი რწმენა, რომ შეგვიძლია და მაშინ ყველაფერს შევძლებთ. ინდივიდუალური, ეროვნული და სახელმწიფოებრივი წარმატება მოაქვს “მუდმივად მეტი შესაძლებლობების“ დოქტრინას, ანუ ნაბიჯ-ნაბიჯ, აგურ-აგურ, რაციონალურ, დაგეგმილ შენებას (და არა “გულხელდაკრეფილ ოცნებურ დგომას“ ან „გაუაზრებელ ნაციონალურ ხტომას“)“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც დავით უსუფაშვილის საარჩევნო შტაბმა გაავრცელა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია