ხელვაჩაურის სოფელ ერგეთის მცხოვრებლები აქციას მართავენ

ხელვაჩაურის სოფელ ერგეთის მცხოვრებლები სასმელი წყლის მიწოდებას ითხოვენ. მოსახლეობა ამ წუთებში საპროტესტო აქციას მართავს.

როგორც აქციის მონაწილეებმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ამბობენ, გასულ წელს ხელვაჩაურის მერია სოფლის მცხოვრებლებს სასმელი წყლის მიწოდებას დაჰპირდა, თუმცა უშედეგოდ. შეკრებილები ხელვაჩურის მერიას დახმარებას სთხოვენ.

"100-მდე ოჯახი ამ მდგომარეობაში ვართ. არაერთხელ მივედით ხელვაჩაურის მერიაში და ვითხოვეთ დახმარება. მეზობელი სოფლებიდან წყლის საკუთარი ძალებით მოტანა რთულია. ვითხოვთ, რომ მოგვაქციონ ყურადღება",- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო