ქუთაისში ქარმა ხე მოგლიჯა და საცხოვრებელ სახლს დაეცა

ძლიერი ქარის შედეგად ქუთაისში ქარმა ხე მოგლიჯა და საცხოვრებელ სახლს დაეცა. შემთხვევა მელიტონ ბალანჩივაძის ქუჩა #2 -ში დილით მოხდა.
„დიდი ზომის ხე მოტყდა და იქვე მდებარე შენობას დაეცა. დღეს დილიდან ადგილზე „სპეციალური სერვისების" მუშა ჯგუფები მივიდნენ და სტიქიის შედეგად წარმოქმნილი პრობლემების სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყეს“,- განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ა(ა)იპ სპეციალური სერვისების წარმომადგენელმა გიორგი მჟავანაძემ.
ადგილზე მობილიზებული იყო როგორც სპეცტექნიკა, ასევე მუშა ხელი. ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები ამ დროისთვის დასრულებულია.

























