ბათუმში პარლამენტის რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა

ბათუმში, საქართველოს პარლამენტის რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, სხდომა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გახსნა. მან დეტალურად ისაუბრა აჭარაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე რეგიონში სხვადასხვა მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე. მოხსენება მოიცავდა ტურიზმის, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და განათლების კუთხით დაგეგმილ ღონისძიებებსა და აქტუალურ საკითხებს.

თორნიკე რიჟვაძემ ყურადღება გაამახვილა სპორტული ინფრასტრუქტურაზე.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია საქმიან ტურიზმთან ერთად რეგიონში ხელი შეეწყოს სპორტული ტურიზმის განვითარებას, რა მიმართულებითაც ტარდება შესაბამისი კვლევები.

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, პრიორიტეტებს შორის აჭარის მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით გამოთქმულ ახალ ინიციატივებსა და ახალგაზრდობის ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის საკითხებს.

,,2019 წლის გაზაფხულზე, ახალი პროფესიული სასწავლებელი გაიხსნება ხულოში, რომელიც საშუალებას მისცემს მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ ახალგაზრდებს ადგილზე დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიას და თავიანთი წვლილი შეიტანონ მომავალში მაღალმთიანეთის ტურიზმის განვითარების საქმეში. ვფიქრობთ, მსგავსი ინიციატივები მთის კანონის პროექტთან ერთად, ხელს შეუწყობს ადგილზე მოსახლეობის გამაგრებას და თვითრეალიზების უზრუნველყოფას,“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებს რამდენიმე სიახლის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. კერძოდ, აჭარაში გაიხსნა „აწარმოე საქართველოში“ ოფისი, რაც საშუალებას მისცემს ადგილობრივებს უფრო ეფექტურად ისარგებლონ სხვადასხვა პროგრამებით; დაგეგმილია ასევე ბათუმის ტექნოპარკის გახსნა.

როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში, მალოპოლსკას მარშალთან შეხვედრისას კრაკოვის ტექნოპარკში აჭარიდან სპეციალისტების გაგზავნა და გადამზადება დაიგეგმა. თორნიკე რიჟვაძის ინიციატივით, დაგეგმილია ასევე ბიზნესომბუდსმენის პირველი რეგიონული ოფისის ბათუმში გახსნა.

სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხი განიხილეს. მთავარი საკითხი, რაზეც მომხსენებლებმა ყურადღება გაამახვილეს თვითმმართველობა და დეცენტრალიზაცია იყო, ასევე, მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების განვითარება.

კომიტეტის სხდომას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებთან ერთად ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები, უმაღლესი საბჭოს და მაჟორიტარი დეპუტატები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, მინისტრთა კაბინეტის წევრები და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა