ხელვაჩაურში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მესამე ეტაპი დაიწყო

დღეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მესამე ეტაპი დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მასშატაბით სულ 131 ფერომენის სადგური დამონტაჟდა.

„ფერომენების საშუალებით მავნე მწერების მოზიდვა და წერტილოვანი დარტყმებით მათი ლიკვიდაცია ხდება. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის სოფლის ტერიტორიების შეწამლვა მაღალი გამავლობის თერმული ნისლის გამაფრქვეველი, „ცივი შესხურების“ მეთოდით აღჭურვილი ავტომობილებით.

პრევენციული ღონისძიებები მერიის ბუნებრივი რესურსებისა და აგრარულ საკითხთა სამსახურის ორგანიზებითა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეგიდით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა