ქუთაისში ე.წ. ზებრა გადასასვლელზე ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა

ქუთაისში ე.წ. ზებრა გადასასვლელზე ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, შემთხვევა ყოფილი ბავშვთა სამყაროს შენობის მიმდებარე ე.წ. ზებრა გადასასვლელზე მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა და ადგილიდინ მიიმალა. დაზარალებული სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. თვითმხილველის თქმით, იგი „ზებრა“ გადასასვლელზე იმ დროს გადადიოდა, როდესაც შუქნიშანის წითელი ფერი ენთო და ფეხით მოსიარულეთა გადასვლას კრძალავდა.

მომხდარ ფაქტზე საპატრულო პოლიციამ მოკვლევა დაიწყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა