11 -12 სექტემბერს, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები დაწესდება

11 და 12 სექტემბერს, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები დაწესდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 სექტემბრის 10:00 საათიდან 12 სექტემბრის 17:00 საათამდე, სს „საქართველოს რკინიგზა” გეგმავს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 1-ელ კმ-ზე არსებულ სარკინიგზო გადასასვლელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რის გამოც დროის აღნიშნულ მონაკვეთში სავალი ნაწილი დროებით ჩაიკეტება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება დროებით გრუნტის გზაზე.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა