ლადო მგალობლიშვილმა ახალგაზრდობის პოლიტიკაზე საჯარო ლექცია წაიკითხა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი, პროექტის - დებატები ევროპული მომავლისათვის - მონაწილეებს შეხვდა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, „განათლება, დასაქმება, ჯანდაცვა და სპეციალური მხარდაჭერა-ის ძირითადი თემებია, რომელიც სახელმწიფომ პრიორიტეტებად გამოყო, სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებლები კი თქვენ ხართ-ამ სიტყვებით მიმართა დეპუტატმა ახალგაზრდებს.

ლადო მგალობლიშვილმა პროექტის მონაწილეებს არაფორმალურ და ფორმალურ განათლებაზე, პროფესიულ განათლებაზე, სტაჟირებაზე, მოხალისეობასა და გაცვლით პროგრამებზე ესაუბრა. ახალგაზრდებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სახელმწიფოს ახალგაზრდული პოლიტიკის შესახებ, ისაუბრა ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ახალგაზრდებისთვის შექმნილ პროექტებზე.

საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, კითხვები, ძირითადად, სახელმწიფო პოლიტიკის მიმართულებებს შეეხო.

პრეზიდენტის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელსაც ევრო-კლუბი ახორციელებს, ბათუმში დღეს დაიწყო და სექტემბრის ბოლოს დასრულდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო