ჩხოროწყუს მოსახლეობას ფაროსანას მექანიკურად განადგურების მეთოდები გააცნეს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მექანიკური განადგურების მეთოდების გაცნობის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, სააგენტოს უფროსის მოადგილე გიორგი იაკობაშვილი, საკოორდინაციო შტაბის წევრები და მცენარეთა დაცვის სპეციალისტები სოფლებში არსებულ ვითარებას გაეცნენ.

შეხვედრებზე მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია მავნებლის მოზამთრე ფაზის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების აუცილებლობაზე, რათა ტემპერატურის კლებასთან ერთად მინიმუმამდე შემცირდეს აზიური ფაროსანას მიგრირება საცხოვრებელ სახლებში.

სპეციალისტებმა თვალსაჩინოებისთვის საკარმიდამო ნაკვეთში დაამონტაჟეს ფერომონიანი ბადე, რომლის მეშვეობითაც ხდება მავნებლის მოზიდვა და შემდეგ პრეპარატის შესხურებით განადგურება.

სააგენტოს განცხადებით, ასევე, „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები განთავსდა სოფელ ლესიჭინეში. სულ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 1300-მდე ფერომონია დამონტაჟებული. პარალელურად გრძელდება სოფლის ტერიტორიების თერმული ნისლით დამუშავება.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს