ლიეტუვას ქალაქ კედაინიაიში თელავის სახელობის სკვერი გაიხსნა

ლიეტუვას ქალაქ კედაინიაიში, რომელთანაც 2018 წლის მაისის თვეში თელავის მუნიციპალიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, თელავის სახელობის სკვერი გაიხსნა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თელავის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტიდან სკვერის გახსნის საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი თუშიშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე.

თელავის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის ქალაქ კედაინიაის მერს საულიუს გრინკევიციუსს, კედაინიაის ვიცე-მერს ოლგა ურბონენიას, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ოვიდიუს კაჩულის, არქიტექტორს ვიტაუტას კუნდროტას და ჩვენს თანაქალაქეს, ლევან სეფაშვილს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა