დავით გაბაიძე ფინანსთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენლებს შეხვდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორს ტარიელ ჭულუხაძესა და სასწავლო პროცესების მენეჯერს მარიამ ხვიჩიას შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმღლესი საბჭოს პრესსამსახურიდან აცნობეს, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აკადემია აქტიურად თანამშრომლობს სახელმწიფო და ბიზნეს სექტორთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საგანმანათლებლო წრეებთან.

ტარიელ ჭულუხაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში აკადემიის წარმომადგენლობა ბათუმშიც გაიხსნება და ჩვენი რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს. მისივე განცხადებით, შესაბამისი გადაწყვეტილება წინასწარი კვლევების შედეგებითაა განპირობებული. სასწავლო დაწესებულება საუკეთესო საშუალებაა საჯარო მოხელეებისა და სათანადო კადრების გადამზადებისათვის.

აკადემიის წარმომდგენლები, რეგიონის თითოეულ საჯარო უწყებაში ჩატარებული კვლევების შედეგებზე დაყრდნობით, შეიმუშავებენ შესაბამის პროგრამებს სხვადასხვა მიმართულებით კადრების გადასამზადებლად, რაც სახელმწიფო თუ სხვა უწყებების გაცილებით ეფექტურ მუშაობას განაპირობებს.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს