სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა“ აღინიშნა

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახალხო დღესასწაული - ყაზბეგობა აღინიშნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მცხეთა-მთიანეთის გუბერნიიდან აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში რეგიონულ-ფოლკლორული ფესტივალი „ფუძეობა“ და ფერმერთა აგრო-ფესტივალი ჩატარდა.

მათი ინფორმაციით, აგრო-ფესტივალი ევროკავშირის მხარდაჭერით და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) თანამშრომლობით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში განხორციელდა.

ღონისძიებას დაესწრო და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ.

„დღეს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში დიდი სახალხო დღესასწაულია - ყაზბეგობა. ღონისძიებების ფარგლებში შესაძლებლობა გვაქვს, ერთი მხრივ, მოვახდინოთ ქართული კულტურის, ხელოვნებისა და პროდუქციის პოპულარიზაცია, მეორე მხრივ, ხელი შევუწყოთ ადგილობრივ ფერმერებს პროდუქციის რეალიზებაში", - განაცხადა შალვა კერესელიძემ.

დღესასწაულის ფარგლებში წარმოდგენილ იქნა 30 ქართველი მეწარმის პროდუქცია, მოეწყო სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. გაიმართა ფოლკლორის სფეროს დამსახურებული მოღვაწეების დაჯილდოვება. ჩატარდა ქართული ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების ჩვენება და სპორტულ-გასართობი აქტივობები.

ღონისძიებას ადგილობრივი მოსახლეობა, ქართველი და უცხოელი ვიზიტორები დაესწრნენ. დღის ბოლოს გალა-კონცერტი გაიმართა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო