სომხეთის მოქალაქე საქართველოს საბაჟო საზღვარზე ცეცხლსასროლი იარაღის წესის დარღვევით შემოტანის, უკანონო ტარებისა და გადაზიდვის ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სომხეთის მოქალაქე - 1977 წელს დაბადებული მ.ა. ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით შემოტანის, უკანონო ტარებისა და გადაზიდვის ბრალდებით დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მაკაროვის სისტემის პისტოლეტი და 3 ვაზნა, საქართველოს სასაზღვრო გამშვები პუნქტი „გეგუთის“ გავლით, სომხეთიდან საქართველოში უკანონოდ შემოიტანა. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო გადაზიდვისა და ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით კახეთშიც დაკავებულია ერთი პირი. თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ე.გ. დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, სამართალდამცველებმა თელავის რაიონის სოფელ შალაურის ტერიტორიაზე, ე.გ.-ს ავტომანქანის ჩხრეკისას, „კალაშნიკოვის“ სისტემის „აკა 74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს