ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიაზე მწვანე საფარის მოწესრიგება მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიის ა(ა)იპ "სპეციალური სერვისებში“ განუცხადეს.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მწვანე საფარის მოწერიგების გარდა იცვლება ბალახი, ხდება ნარჩენების გატანა. სამუშაოებს ქუთაისის მერიის ა(ა)იპ "სპეციალური სერვისები“ ახორციელებს.