ეკა ბესელია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

პარიზში 10 სექტემბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა გაიმართება, რომლის მუშაობაშიც, როგორც კომიტეტის ძირითადი წევრი, მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, კომიტეტი ევროპის საბჭოსა და მისი წევრი სახელმწიფოებისთვის გაერო-ს ადამიანის უფლებათა მექანიზმებთან თანამშრომლობის კუთხით არსებულ გამოწვევებზე ანგარიშისა და რეზოლუციის პროექტებს განიხილავს და რეკომენდაციების პროექტს მიიღებს.

„განხილული იქნება მოქალაქეობის ჩამორთმევის, როგორც ტერორიზმთან ბრძოლის ღონისძიების ადამიანის უფლებებთან შესაბამისობის საკითხი. ხვალინდელ სხდომაზე, სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში საპროცესო შეთანხმებებთან დაკავშირებით, განხილული იქნება ანგარიში და მიღებული იქნება რეზოლუციის პროექტი. კომიტეტის წევრები ადამიანის უფლებათა საკითხებზე რეგულარული თემატური დებატების წამოწყებაზე შეთავაზებას მოისმენენ.

სხდომის მონაწილეები, კომიტეტის რეკომენდაციებთან დაკავშირებით, მინისტრთა კომიტეტის პასუხებს გაეცნობიან”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს