ქუთაისში „წითელი ჯვრის“ 100 წლის იუბილე აღნიშნეს

ქუთაისში „წითელი ჯვრის“ 100 წლის იუბილე აღნიშნეს

ქუთაისში „წითელი ჯვრის“ ადგილობრივმა ორგანიზაციამ 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მსვლელობა მოაწყო. ღონისძიებაში მონაწილეობა „წითელი ჯვრის“ ბენეფიციარებმა და მოხალისეებმა მიიღეს.

„მთელს ქვეყანაში აღინიშნა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ასი წლის იუბილე. მათ შორის აღვნიშნეთ ქუთაისშიც, სადაც ორგანიზაციის წევრების გარდა შემოგვიერთდნენ ჩვენი თანაქალაქელები. ჩვენ ისევ მზად ვართ, ნებისმიერ სიტუაციაში ჩავერთოთ და დახმარება აღმოვუჩინოთ, ვისაც ეს დასჭირდება“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნინო ავალიანმა.

„წითელი ჯვრის საზოგადოება“ საქართველოში 100 წელია საქმიანობს. ორგანიზაციის ძირითადი ფუნქცია ჯანდაცვის მიმართულებით გაჭირვებაში მყოფი ადამიანების დახმარება, მოხალისეობის განვითარება და კატასტროფების შემთხვევებში საჭირო ქმედებებისთვის მზადყოფნაა.