სარფში სახალხო დღესასწაული “კოლხობა“ გაიმართა

დღეს, სარფში სახალხო დღესასწაული “კოლხობა“ გაიმართა, რომელსაც ისტორიული ლაზეთის ტერიტორიის მცხოვრებლები 1978 წლიდან აღნიშნავენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, „კოლხობა“ ლაზებს აჭარის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებმა მიულოცეს და ღონისძიებას ადგილობრივებთან ერთად მეზობელი თურქეთის საზღვრისპირა სოფლებიდან მოწვეული სტუმრებიც ესწრებოდნენ.

მათივე ცნობით, სარფის სანაპიროზე ქართულ-ლაზური ტრადიციული კერძები, რეწვის ოსტატების შემოქმედება და ხელნაკეთი ნივთები იყო წარმოდგენილი. „კოლხობაზე“ უნიკალური ლაზური პოლიფონიური ნიმუშები გაჟღერდა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მილოცვისას ხაზი გაუსვა ტრადიციული ფესტივალის სარფში ჩატარების მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ფესტივალის დამკვიდრებასა და შენარჩუნებაში თავისი წვლილი შეიტანა.

„ქვეყნისა და რეგიონის სწორი განვითარება, ევროპული ღირებულებებისკენ სწრაფვა აუცილებლად გულისხმობს ჩვენი ტრადიციების პატივისცემასა და შენარჩუნებას. დღევანდელი დღეც არის ამის მაგალითი. ეს ფესტივალი განსაკუთრებულად ასახავს ჩვენი ქვეყნის უძველეს ტრადიციასა და კულტურას, რადგან დაკავშირებულია ისტორიულ კოლხეთთან, ლაზეთთან. ვფიქრობთ, მომავალში „კოლხობის“ დღესასწაულს კიდევ უფრო დიდი მასშტაბი უნდა მიეცეს“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს