ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ გვირაბში ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. ისინი ბათუმის სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც თვითმხილველებმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, რის გამოც ცენტრალურ გზაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდული იყო.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რომელიც თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს