ექიმის ინფორმაციით, ზუგდიდში, ჭიშკართან მიტოვებული ჩვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ინფექციის განვითარების რისკი არსებობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში, ერთ-ერთი სახლის ჭიშკართან მიტოვებული ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში განუცხადეს. კლინიკური მენეჯერის, სულხან ორჟონიას თქმით, ამ ეტაპზე ახალშობილი სტაბილურადაა, თუმცა ინფექციის განვითარების რისკები არსებობს.

„ამ დროისთვის მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა არის რიკები, რომ ინფექცია განვითარდეს, რადგან ჩვილი გარეთ იქნა ნაპოვნი“, - განაცხადა სულხან ორჟონიამ.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ჩვილი წვიმიან ამინდში, სახლის ჭიშკარზე ჩანთით ჩამოკიდებული დატოვეს.

მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც ახალშობილის უმწეო მდგომარეობაში მიტოვებას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა