გურჯაანისა და ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ სადგურებში გეგმური სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება

გურჯაანისა და ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ სადგურებში გეგმური სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება. ამის შესახებ ნათქვამია „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ განცხადებაში.

„შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ მიმდინარე წლის 11 სექტემბერს გურჯაანის გაზგამანაწილებელ სადგურში გეგმურ სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს, რის გამოც ბუნებრივი გაზის მიწოდება 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეუწყდება ქალაქ გურჯაანისა და სოფლების: გურჯაანის, ჭანდარის, დირკოკისა და კოლაგის აბონენტებს.

კომპანიიის მიერ გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 12 სექტემბერს განხორციელდება ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ სადგურშიც, რის გამოც ბუნებრივი გაზის მიწოდება 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეუწყდება სოფლების: ჩუმლაყისა და ყიტაანის აბონენტებს.

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ შესაძლო დისკომფორტის გამო მომხმარებელს ბოდიშს უხდის. კომპანია გეგმურ სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს სისტემატურად ახორციელებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უწყვეტ, უსაფრთხო და საიმედო გაზმომარაგებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა