რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორი რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეცნობა

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე ეცნობა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციიდან აცნობეს, გუბერნატორმა, ქალაქ ამბროლაურში ფეხბურთის მოედნის სამშენებლო და სოფელ ჭრებალოს სპორტული კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა, ამასთან, ჭრებალო-ნიკორწმინდის გზის ასფალტირების სამუშაოებს გაეცნო, რომლის ღირებულება 18 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს და ჯამში 8 სოფელს მოიცავს.

არჩილ ჯაფარიძე ასევე გზების ასფალტირების და ნაპირსამაგრების მოწყობის პროცესს გაეცნო ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში. კერძოდ, მიმდინარეობს ,,მურის ციხეების“ კომპლექსამდე მისასვლელი საფეხმავლო ბილიკის სამშენებლო სამუშაოები. აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ ვიზიტორებს საშუალება ექნებათ მოინახულონ კომპლექსში შემავალი სამი ისტორიული ციხე-სიმაგრე, რომლებიც რთული რელიეფის გამო ამ დრომდე მიუწვდომელი იყო.

რეგიონის ხელმძღვანელმა ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ბარი-მრავალძლის გზის ასფალტირების სამუშაოებიც დაათვალიერა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 398 900 ლარს შეადგენს.

„მრავალძალი რაჭის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიულ-კულტურული ძეგლია, აღნიშნული გზის რეაბილიტაცია კი ხელს შეუწყობს რაჭის პოპულარიზაციას და ტურისტების რაოდენობის გაზრდას“, -ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა