აჭარის უმაღლეს საბჭოში „ნაცმოძრაობის“ წევრი - არჩევნების გაყალბებისთვის საარჩევნო უბნების „ქართული ოცნების“ აქტივისტებით დაკომპლექტება იგეგმება

არჩევნების გაყალბების მიზნით, საარჩევნო უბნების „ქართული ოცნების“ აქტივისტებით დაკომპლექტება იგეგმება, - ამის შესახებ აჭარის უმაღლეს საბჭოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა გია აბულაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების" აქტივისტების დანიშვნა საუბნო კომისიებში უახლოეს დღეებში მოხდება, რაც საპრეზიდენტო არჩევნების გამჭვირვალობას ხელს შეუშლის.

გია აბულაძე საერთაშორისო სადამკვირველო ორგანიზაციებს, ადგილობრივ არასამთავრობო სექტორსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რეაგირებისკენ მოუწოდებს, რათა საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებისას მონიტორინგი აწარმოონ.

„ჩვენ მოვიპოვეთ აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების" შტაბების მიერ, მუნიციპალიტეტების მერებთან შეთანხმებით შედგენილი „ქართული ოცნების" აქტივისტების სია, რომლებიც გადაეცა საოლქო საარჩევნო კომისიებს, რათა ეს პირები დამტკიცებული იქნან საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებად. მათ შერჩევა და გასაუბრება გაიარეს „ქართული ოცნების" შტაბებში. ვასაჯაროვებთ აჭარის მუნიციპალიტეტების საოლქო კომისიებში „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ საუბნო კომისიების წევრების სიებს, რომლებიც დაინიშნებიან უახლოეს დღეებში. მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება, რათა არ იქნან არჩეული „ქართული ოცნების“ აქტივისტები საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებად, ასევე მოვუწოდებთ სადამკვირვებლო საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს განხორციელდეს საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შერჩევის პროცესის მონიტორინგი და მიეცეს შეფასება არსებულ კანონდარღვევებს",- განაცხადა გია აბულაძემ.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა