ზესტაფონის მერია - მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატების ასლებია დაბრძანებული

აწყურისა და ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატების ასლები, რომლებიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაიწერა, მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში, ზესტაფონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ხატებს, ერთი წლის მანძილზე, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს მოატარებენ.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სასწაულმოქმედი ხატების შემობრძანებას, მრევლთან ერთად, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი, მეუფე მელქისედეკი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ მახათაძე და სხვა სასულიერო და საერო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

„მოგეხსენებათ, წელს არის საიუბილეო თარიღი - საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავი. ასევე, ჩვენი პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 და დაბადებიდან 85 წლისთავი. სწორედ ამ თარიღებს ეძღვნება ეს მოვლენა. მინდა მივულოცო მრევლს ეს დიდი სიხარული. ყველას ვუსურვებ, ღვთისმშობელი ყოფილიყოს მათი მფარველი", - განაცხადა კახაბერ მახათაძემ.

ზესტაფონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ხატები ორი კვირის განმავლობაში იქნებიან დაბრძანებული და მოლოცვის საშუალება ნებისმიერ მსურველს ექნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა