გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია - წყალტუბოში 700-მდე მცხოვრები წყალარინების ახალი სისტემით ისარგებლებს

რამდენიმე მუნიციპალიტეტში წყალარინების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით სამუშაოები აქტიურად გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, წყალტუბოში 8 საცხოვრებელ კორპუსში საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია დასრულდა, რის შედეგადაც, გურამიშვილის ქუჩის 700-მდე მცხოვრებისთვის საყოფაცხოვრებო პირობები გაუმჯობესდა. ხვალიდან კი, მოსახლეობა გამართული წყალარინების სისტემით ისარგებლებს.

„აღნიშნულ დასახლებაში საკანალიზაციო ქსელი წლების განმავლობაში არ ფუნქციონირებდა. სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წყალტუბოს სერვის-ცენტრმა განახორციელა. აგვისტოში, რამდენიმე მუნიციპალიტეტში, წყალმომარაგება-წყალარინების ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად, მოსახლეობა სასმელი წყლის გაუმჯობესებული გრაფიკითა და ახალი საკანალიზაციო ქსელით უკვე სარგებლობს. კერძოდ, დაბა ასპინძაში 1000-ზე მეტ ადამიანს წყალმომარაგება გაუუმჯობესდა, ქუთაისში წყალარინების შიდა ქსელების გაწმენდის შედეგად, 1600 -მდე ოჯახს გამართული ინფრასტრუქტურა ემსახურება. გურჯაანში თავისუფლებისა და ფურცელაძის ქუჩებზე, წყალარინების ინფრასტრუქტურა მოეწყო, შედეგად 250 აბონენტს ახალი საკანალიზაციო სისტემა ემსახურება. ახალციხეში 750-ზე მეტი მომხმარებლისთვის წყალარინების ქსელი მოეწყო, ცაგერში მცხოვრები 800-მდე ოჯახისთვის კი სასმელი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა“,- ნათქვამია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა